სიცოცხლის მოსპობის მუქარა პრემიერის გარემოცვის მხრიდან - ზაზა სარალიძის სკანდალური განცხადება
მკვლელობის, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა - 2017 წელს მოკლული დავით სარალიძის მამა მოქმედ ხელისუფლებას უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.
შვილმოკლული მამის თქმით, მას ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, თუმცა შოთაძის უწყება თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობს.
ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ოჯახს პრემიერ-მინისტრის ახლო გარემოცვა ემუქრება.
შვილმკვდარმა მამამ მუქარის დამადასტურებელი დოკუმენტები "ინგა გრიგოლიას " რეაქციაში გაასაჯაროვა.
ე.წ. სქრინების მიხედვით, სარალიძეს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი და ძალოვანი უწუყების მაღალჩინოსანი, დიმიტრი ხუმარაშვილი, ემუქრებიან:
ეს სქრინები ყველაფერი დავუდეთ წინ, თუმცა ეს ყველაფერი არ აინტერესებდათ. გამომძიებელს ზაზა სარალიძის ოჯახი საერთოდ არ აინტერესებს. მას ვუთხარი, შეიძლება ეს იყოს-თქო, კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ, ეს ყველაფერი არ აინტერესებდა. უნდოდა პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა, მაგრამ პოლიტიკას ესენი ჩემგან ვერ ეღირსებიან. ჩემი პოლიტიკა არის დათო სარალიძე"- თქვა ზაზა სარალიძემ.