“პირველების“ ინფორმაცია დადასტურდა - სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
“პირველების“ ინფორმაცია დადასტურდა - სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა.
მისი კანდიდატურა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა.
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე დღეს პარლამენტს წარვუდგენთ თამაზ ბორაშვილის კანდაიტურას. ბორაშვილი წელიწადზე მეტია სამართალდამცავ სისტემაში მსახურობს, სახელმწიფო უსაფრთოხების სისტემაში მუშაობა მან ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და კონტრდაზვევრის ედეპარტამენტში გაიარა თანმიმდებრული კარიერული წინსვლა, სხვადასხვა საფეხურზე, - თქვა კობახიძემ.
თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ ფეისბუკით გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.