გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

14.09.26 14:11
გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბირფინგზე განაცხადა, სადაც გეკა გელაძის შემცვლელის კანდიდატურაც წარადგინა. 

„დღეს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ, დატოვა დაკავებული თანამდებობა. გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა (გეკა) გელაძემ ფეისბუკით გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.