მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილი

14.09.26 14:19
 მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილი

მმართველ გუნდს კადრები გამოელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გეკა გელაძის წასვლას და სუს-ის ახალი უფროსის კანდიდატურის წარდგენას. 

როგორც ზურაბიშვილი წერს, კადრების “გამოლევა“ აღარ და ვეღარ იმალება. 

ანუ პოლიტიკურმა , პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და “პირველად 30 წლის მანძილზეო” სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერ-გამოვლილ ადამიანსო … ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე ?!!! რეალურად მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება …
თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი “გენერალი” და მისი კლანი ?,- წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ  სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

დღესვე ირაკლი კობახიძემ  სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. 

მსგავსი სიახლეები