ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილია

14.09.26 15:44
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა. 

მამუკა ბარათაშვილი 2020-2021 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო, 2011-2020 წლებში კი ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ასევე იკავებდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტებს.