გახარიამ "ოცნებას" ივანიშვილის რეჟიმი უწოდა - ექს-პრემიერის პირველი რეაქცია
ივანიშვილის რეჟიმმა ვერ აიტანა პარლამენტში თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტიის არსებობა, რადგან კრიტიკული ხმას ვერაფერს უპირისპირებენ - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდი ექს-პრემიერის პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.
გახარიას შეფასებით, "ეს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად".
„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“ იმ საკონსტიტუციო სარჩელს დაამატა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად.
მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ყველა არჩევნებში, რაც პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მიგვაჩნია.
ჩვენი პარტია რჩება ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად, რომელიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობს.
ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილი ქვეყანაში ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიციის აკრძალვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, ივანიშვილის რეჟიმმა ვერ აიტანა პარლამენტში თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტიის არსებობა, რადგან კრიტიკული ხმას ვერაფერს უპირისპირებენ.
ეს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად.
აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ - გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაცავად“ - წერს გახარია.
“ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – “გახარია საქართველოსთვის”.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებისთვის“
- „ძლიერი საქართველო – ლელო“
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.
გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.