მუქარა სიცოცხლის მოსპობით - პრემიერის ცოლის ძმა ამ დრომდე არ გამოუკითხავთ

01.12.21 13:20
მუქარა სიცოცხლის მოსპობით - პრემიერის ცოლის ძმა ამ დრომდე არ გამოუკითხავთ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოკლული დათუნა სარალიძის მამის სკანდალურ განცხადებაზე საგამოძიებო ორგანოს რეაგირება არ მოუხდენია.

ზაზა სარალიძე კი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის კრიტიკის შემდეგ, მას ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დაემუქრნენ. 

ლექსო თამაზაშვილი კამერებთან არ ჩნდება და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

სარალიძემ შოკისმომგვრელი განცხადება გუშინ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. "მემუქრებოდნენ ცოლის და შვილის გაუპატიურებით" - თქვა შვილმკვდარმა მამამ  "ტვ პირველისთვის"  მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ოჯახს პრემიერ-მინისტრის ახლო გარემოცვა ემუქრება.

შვილმკვდარმა მამამ მუქარის დამადასტურებელი დოკუმენტები სამკვირიანი ლოდინის შემდეგ გაასაჯაროვა.

ე.წ. სქრინების მიხედვით, სარალიძეს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა,  ლექსო თამაზაშვილი  და ძალოვანი უწუყების მაღალჩინოსანი,  დიმიტრი ხუმარაშვილი, ემუქრებიან. 

მსგავსი სიახლეები