საქართველოსთან ურთიერთობებზე სალაპარაკოდ ირანის ელჩი, ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოსთან ურთიერთობებზე სალაპარაკოდ ირანის ელჩი, ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
“მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ” - ამ შინაარსის განცხადება შეხვედრის შემდეგ საქართველოში ირანის ელჩმა გამოაქვეყნა.
ალი მოჯანი მინისტრთან შეხვედრამდე საქართველოს, ამერიკულ სანქციებთან შეერთების გამო აკრიტიკებდა.
„დღეს საღამოსაც მქონდა ხანგრძლივი საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი სამსახურებრივი მიმართულების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და მის გარშემო არსებული გარემოს განვითარების პერსპექტივების შესახებ.
თუ იმ საუბრისა და იმ ანგარიშის შედეგს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე, ერთ წინადადებაში შევაჯამებ: მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ“ - წერს ირანის ელჩი საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.