სუს-ის ახალი უფროსი დაამტკიცეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი თამაზ ბორაშვილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელად დაამტკიცეს.
მას ხმა პარლამენტის 83 დეპუტატმა მისცა.
კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსებმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
- სუსის უფროსის პოსტი 2025 წლის 2 აპრილს დატოვა გრიგოლ ლილუაშვილმა - ის სასაჯელს იხდის ქრთამის აღების ბრალდებით.
- ანრი ოხანაშვილმა ამ თანამდებობაზე თითქმის 5 თვე იმუშავა.
- ოხანაშვილი 2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძემ შეცვალა.
- მდინარაძემ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე თითქმის რვა თვე იმუშავა - ის გეკა გელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა თანამდებიბაზე დანიშვნიდან 5 თვეში გადადგა.