სუს-ის ახალი უფროსი არ პასუხობს კითხვას იცნობს თუ არა ივანიშვილს
სუს-ის ახალი უფროსი არ პასუხობს კითხვას იცნობს თუ არა ივანიშვილს. "პირველებმა" დღეს ასევე თამაზ ბორაშვილს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ თანამდებობაზე ივანიშვილის თანხმობის გარეშე წარადგინეს, თუმცა სუსის ახალმა შეფმა პასუხის გაცემა არ ისურვა.
"პირველებმა" დღეს ამ კითხვით "ოცნების" დეპუტატებსაც მიმართა. ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ არაფერი იცის ბორაშვილის და ივანიშვილის ნაცნობობის შესახებ, თუმცა ირწმუნება, რომ ბორაშვილი სისტემის კაცია და სუსის ხელმძღვანელის პოსტზე შესაფერისი კანდიდატურა იყო.
ის არის სისტემის კაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მართვა სისტემის, გაიარა ყველა ინსტანციები და დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი ხელმძღვანელი იქნება, - თქვა დღეს ბეჟან წაქაძემ.
სუსის ახალი შეფის და ივანიშვილის ნაცნობობის შესახებ არაფერი იცის არც მარიამ ლაშხმა.
აბა, მე რავიცი, - ამბობს დეპუტატი "პირველების" კითხვის საპასუხოდ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი თამაზ ბორაშვილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელად დაამტკიცეს.
მას ხმა პარლამენტის 83 დეპუტატმა მისცა.
კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსებმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.