პრემიერის დაუსჯელი ნათესავი - მათიკაშვილი სარალიძის განცხადებას ტყუილს უწოდებს
"ქართულ ოცნების" წევრს, დავით მათიკაშვილს, არ სჯერა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ძმამ ზაზა სარალიძეს შეაგინა.
მიუხედავად ე.წ. სქრინისა, მმართველი პარტიის წევრი შვილმკვდარი მამის განცხადებას ტყუილს უწოდებს.
ტყუილების საუბარს რომ მორჩებით, მერე გაგცემთ პასუხს"- აცხადებს დეპუტატი.
სარალიძემ შოკისმომგვრელი განცხადება გუშინ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. "მემუქრებოდნენ ცოლის და შვილის გაუპატიურებით" - თქვა შვილმკვდარმა მამამ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ოჯახს პრემიერ-მინისტრის ახლო გარემოცვა ემუქრება.
შვილმკვდარმა მამამ მუქარის დამადასტურებელი დოკუმენტები სამკვირიანი ლოდინის შემდეგ გაასაჯაროვა.
ე.წ. სქრინების მიხედვით, სარალიძეს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი და ძალოვანი უწუყების მაღალჩინოსანი, დიმიტრი ხუმარაშვილი, ემუქრებიან.
ლექსო თამაზხაშვილი ამ დრომდე არავის გამოუკითხავს.