მთავრობა ENKA-ს საქმეზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

16.09.26 15:07
მთავრობა ENKA-ს საქმეზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავაზე აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს სწორედ ამერიკულმა სასამართლომ დააკისრა საქართველოს 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა. მისი განმარტებით, ფინანსური ვალდებულება 2024 წლის პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებიდან მომდინარეობს, რომლის გაუქმებასაც საქართველო საფრანგეთში ითხოვს.

„ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე [...] საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში. სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა“, - განაცხადა ძამაშვილმა.

11 სექტემბერს ვაშინგტონის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა, ENKA-ს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობა-აღსრულების პროცედურა პარიზში მიმდინარე დავის დასრულებამდე შეჩერებულიყო.

ძამაშვილის შეფასებით, ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება „მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს“ ეხება და ნიშნავს, რომ აშშ-ში პროცედურები პარიზის პროცესის პარალელურად გაგრძელდება.

„ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს“, — განაცხადა ძამაშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" თურქულ კომპანიასთან დავა ამერიკის არბიტრაჟში წააგო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა გადაიხადონ, 400 მილიონი ამერიკული დოლარი. მხოლოდ კომპანია ENKA-ს რომელსაც ჯერ ნამახვანჰესის აშენების უფლება მისცეს და მერე გააუქმეს, ბუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი უნდა გადაუხადონ. 

"ოცნების" ხელისუფლებამ დავა  Inter Rao აქ გადასახდელი თითქმის 500 მილიონი ლარია. 

მსგავსი სიახლეები