„ორივე ერთად ეს ჯარიმა ააშენებდა ანაკლიის პორტს“ - გოცირიძე ENKA-სთან დავაზე
ეკონომისტი და ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე ENKA-სთან საარბიტრაჟო დავის შედეგებზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და მას „დანაშაულებრივი, კორუფციული ქმედების შედეგს“ უწოდებს. მისი თქმით, ENKA-სა და სხვა საარბიტრაჟო დავებით დაკისრებული თანხები ერთად ანაკლიის პორტის მშენებლობას ეყოფოდა.
ორივე ერთად ეს ჯარიმა ააშენებდა ანაკლიის პორტს. ეს არის დანაშაულებრივი, კორუფციული ქმედების შედეგი, რომელსაც "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში ეწეოდა. ანუ იმ ფულს, რასაც თურქული კომპანია ელოდა 20-30 წლის განმავლობაში, მიიღო 20-30 წამის განმავლობაში პარიზის არბიტრაჟში და შემდეგ დაადასტურა უკვე ვაშინგტონის სასამართლომ, იმიტომ, რომ ეს იყო ხელისუფლების პირდაპირი დანაშაული იმდენად მარტივი იყო ხელისულფების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, - ამბობს რომან გოცირიძე.
"ქართულმა ოცნებამ" თურქულ კომპანიასთან დავა ამერიკის არბიტრაჟში წააგო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა გადაიხადონ, 400 მილიონი ამერიკული დოლარი. მხოლოდ კომპანია ENKA-ს რომელსაც ჯერ ნამახვანჰესის აშენების უფლება მისცეს და მერე გააუქმეს, ბუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი უნდა გადაუხადონ.
"ოცნების" ხელისუფლებამ დავა Inter Rao აქ გადასახდელი თითქმის 500 მილიონი ლარია.
საქართველოს მთავრობა ENKA-სთან დავაზე ვაშინგტონის სასამართლოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.