იუკნევიჩიენე: ეს არის მეთოდი - ციხეში ჩასვან ნებისმიერი, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ივანიშვილის მთავრობა მოსკოვს ემსახურება
საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს.
„365 დღე ციხეში პოსტერზე დაწერილი ორი სიტყვისთვის, ამას ეძახის „ქართული ოცნება“ სამართალს- წერს რასა იუკნევიჩიენე.
365 დღე ციხეში პლაკატზე დაწერილი ორი სიტყვის გამო. აი, რას უწოდებს „ქართული ოცნება“ სამართლიანობას. ელენე ხოშტარიამ გისოსებს მიღმა სრული წელი გაატარა. ის არ არის გამონაკლისი, ეს არის მეთოდი - ციხეში ჩასვან ნებისმიერი, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ივანიშვილის მთავრობა მოსკოვს ემსახურება. თავისუფლება ელენეს!
გუშინ პარტია "დროას" ლიდერის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. ქალი პოლიტიკოსი სასჯელს კალაძის ბანერზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო იხდის. ოთხი შვილის დედა, მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენის მიხედვით, ციხეში კიდევ ნახევარ წელს გაატარებს. მის მხარდასაჭერად უკვე დაანონსდა საპროტესტო აქცია. დღეს მშრალი ხიდიდან გიგანტური ბანერი გადმოფინეს წარწერით: "თავისუფლება ელენე ხოშტარიას".