თამაზ ბორაშვილს სუს-ში ორი მოადგილე ეყოლება

17.09.26 14:57
თამაზ ბორაშვილს სუს-ში ორი მოადგილე ეყოლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, თამაზ ბორაშვილს ორი მოადგილე - მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბახუაშვილი ეყოლება.

პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.

რაც შეეხება ყოფილ პირველ მოადგილეს - ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე უცნობია, რჩება თუ არა გელა გელაძის კიდევ ერთი მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე უწყებაში.

მსგავსი სიახლეები