თუ ეს პოსტი ავთენტურია, ჩემი მისდამი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ - თამაზაშვილი სარალიძეს პასუხობს
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი, გუშინ, ზაზა სარალიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება. თამაზაშვილი არ პასუხობს კითხვას, დაემუქრა თუ არა ის შვილმკვდარ მამას.
თუ ეს პოსტი ავთენტურია , ჩემი მისდამი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ" - წერს სოციალურ ქსელში თამაზაშვილი.
გუშინ "ტვ პირველის" ეთერში ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის კრიტიკის შემდეგ, მას ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დაემუქრნენ.