ჩაგაფურთხეთ სამშობლოს სიყვარულში, მთელ მთავრობას ეხება ეს - გიორგი ყიფშიძე ვიდეო-მიმართვას მიმართავს ავრცელებს

18.09.26 14:23
ჩაგაფურთხეთ  სამშობლოს სიყვარულში, მთელ მთავრობას ეხება ეს -  გიორგი ყიფშიძე ვიდეო-მიმართვას მიმართავს ავრცელებს

მსახიობი გიორგი ყიფშიძე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკოლის მოულოდნელად დახურვას ვიდეომიმართვით ეხმაურება. მსახიობის თქმით, მხოლოდ გუშინ საღამოს შეატყობინეს, რომ ბავშვი მეორე დღეს სკოლაში აღარ მიეყვანა, რადგან შენობა სარემონტოა და შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს.

ყიფშიძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ჩინოვნიკი, რომელიც მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებას ვერ ასრულებს, თანამდებობიდან უნდა წავიდეს და საზოგადოებას განმარტება მისცეს. 

რატომ ბრაზდებიო და ა. შ და ა. შ... აი, გუშინ რაზეც ვილაპარაკე - კვებაზე და ვიღაცეები წერდნენ, რომ "სამაგიეროდ, სკოლებია გარემონტებულიო"... გუშინ საღამოს დამირეკეს, პეტრიაშვილზე თქვენი ბავშვი არ მოიყვანოთ ხვალ სკოლაშიო, აღმოჩნდა, რომ სკოლა სარემონტოა და შეიძლება დაენგრეთ თავზე და ახლა გადანაწილდებიან სხვადსხვა სკოლებში. აი, ეგეთი რაღაცეების გამო, როდესაც ვიღაცა ჩინოვნიკი რაღაცას გპირდება და მერე აღმოჩნდება, რომ ეგ ვერ შესრულდა, ეგრევე უნდა მოიხსნას, უნდა მოიხსნას და ახსნა-განმარტებების კორიანტელი უნდა გვაბაროს, რატომ ვერ ქნა ის, რასაც შეგვპირდა, სხვა შემთხვევაში არაფერი გვეშველება. პრემიერ-მინისტრებს მილიონები კარგად აქვთ და სკოლაზეა საუბარი... ჩაგაფურთხეთ მე თქვენ სამშობლოს სიყვარულში, მთელ მთავრობას ეხება ეს, ჩაგაფსით, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.  

მსგავსი სიახლეები