კობახიძე აქციების დროს დაკავებულებს გარიგებას სთავაზობს

18.09.26 14:52
კობახიძე აქციების დროს დაკავებულებს გარიგებას სთავაზობს

ირაკლი კობახიძე  აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარკვეულ გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული". 

მმართველი პარტიის ლიდერის კომენტარში საყურადღებოა ერთი დეტალი - კობახიძე ამბობს, რომ "დანაშაულის აღიარების" შემთხვევაში ციხიდან გაუშვებენ ყველას [იგულისხმება აქციებზე დაკავებულები], "როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი".

ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი - ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც ისინი იყენებდნენ აქციების დროს.

ეს პოზიცია ძალაში რჩება: შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები შესაბამის ორგანეოებს საკუთარი განცხადებით მიმართავენ, ეს ჩვენი პოზიცია არის ძალაში.

როდესაც ამ რადიკელებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს, რა არის მათი რეალური მიზანი, მათი ერთადერთი მიზანი არის რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. ჩვენ გვაქვს სხვა დღისწესრიგი"- თქვა ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები