ბრიტანეთის საგარეო მინისტრი: ვგმობთ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“

18.09.26 18:06
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი: ვგმობთ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“

დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“, - ასე ეხმაურება ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ლორდ ვუდი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

მისი თქმით,  რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გამყარებას ცდილობს, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

“დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.

რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლორდ ვუდის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები