ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა ივანიშვილს მოკითხვას უთვლის
ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა, ზურაბ გონაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოკითხვას უთვლის.
ჟურნალისტის კითხვას: რა აქვს სათქმელი ივანიშვილისთვის, "კაკაშა" პასუხობს, რომ "მოკითხვას უთვლის".
"ყველაფერი გაირკვევა" - ეს არის დალავებული ექს-პრემიერის ოჯახის წევრის მთავარი სათქმელი.
ის დამატებით კითხვებს არ პასუხობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
მჭედლიშვილმა პროცესი დახურა, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დამსწრეებს და მედიას.
ვიდრე სხდომას დახურავდნენ, სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ ღარიბაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, ლუკა ელდარ კურტანიძე, რომელიც ღარიბაშვილს შეძახილით შეეგება: „ერისკაცს გაუმარჯოს“. სხდომას ესწრებოდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძეც.
ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.