სამწუხაროდ, ოპოზიცია თინეიჯერული ასაკიდან ვერ გამოვიდა- შალვა პაპუაშვილი

01.12.21 17:15
სამწუხაროდ, ოპოზიცია თინეიჯერული ასაკიდან ვერ გამოვიდა- შალვა პაპუაშვილი

საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნება" სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას არ აპირებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი ოპოზიციის ქცევაზეა დამოკიდებული.

,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილების მიღების ვალდებულება არ აქვს მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, გამოვიდეს ბავშვობის ასაკიდან.

მას შემდეგ, რაც მოხდა 18 აპრილის შეთანხმების ანულირება, ,,ქართულ ოცნებას" არ აქვს არანაირი ვალდებულება კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს იქნება მხოლოდ კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება და კეთილი ნება, რომლითაც ,,ქართული ოცნება" იმოქმედებს. ეს არის ბავშვური კაპრიზი, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ვერ გამოვიდა თინეიჯერული ასაკიდან, ითხოვენ არჩევნებს, რომელსაც აგებენ.

ხაზგასმით აღვნიშნავ, 2024 წლამდე არანაირი არჩევნები დაგეგმილი არ არის - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ყოფნის აზრს ვერ ხედავს.

ჩვენ ველოდებით, რას გადაწყვეტს საბოლოო ჯამში ,,ოცნება". თუ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას არ აპირებენ, მაშინ აზრს კარგავს ამ პარლამენტში ჩვენი ყოფნა. - განაცხადა ,,ენმ"-ს პოლიტსაბჭოს წევრმა, აკო მინაშვილმა

ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაა, რომ მმართველმა პარტია აიძულოს,  საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს, ამ პოზიციას მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორებიც. 

თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც, ანუ ცვლილებები რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ, გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს  მმართველი გუნდი მხარს მაინც დაუჭერს, უკვე დანონსებულია, რომ ის მხოლოდ  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები