კახა კალაძე ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლის ფაქტებზე პირველ კომენტარს აკეთებს
"მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია" - ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შემდეგ.
"ქართული ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. კალაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არავინ გაექცევა და დამნაშავის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება.
თბილისის მერი დღეს მედიასთან ასევე ირწმუნებოდა, რომ არცერთი პროდიქტი ბაგა-ბაღებში ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შედის.
პირველ რიგში, მინდა ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მე მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, იმიტომ, რომ, ყველა მშობელი ვართ და თითოეულუი ჩვენგანისთვის, ბავშვები არის განსაკუთრებული. პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა - მზრუნველობა ბავშვებზე. დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული, ეს იქნებოდა არასწორი. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას და შედეგად, რა თქმა უუნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ბაღებში 60 000-ზე მეტი აღსაზრდელი გვყავს და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საუბარია 50 თუ 100 ბავშვზე, ერთი ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა იქნებოდა, თუნდაც ერთი ბავშვის შემთხვევაც რომ დაფიქსირებულიყო. ეს მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
2023 წლიდან დავნერგეთ ასპის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან, მომწოდებლიდან ბოლო ბენეფიციარამდე სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებნლობით ვამბობ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმებული ოქმები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები.
დაველოდოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას".- აცხადებს თბილისის მერი.
კახა კალაძე ამბობს, რომ ბაგა-ბაღებში კვებაზე ტენდერი შესყიდვების სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული. "ოცნების" ლიდერის თქმით, გამარჯვებული კომპანიები ვალდებულები იყვნენ ლაბორატორიის მიერ შემოწმებული შესაბამისი ოქმები წარმოედგინათ ყველა პროდუქტზე.
"დაველოდოთ საგამოძიებოს, თუ სად იყო პრობლემა, თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რაიმე შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება", - ამბობს კალაძე.
ჯერ უნდა გავიგოთ რა არის მიზეზი, შემდეგ ამას ჩვენი მხრიდან ექნება შესაბამისი რეაგირება. მერწმუნეთ, რომ ყველა დეტალი ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. მე მინდა ჯაჭვი გაჩვენეოთ, როგორ არის ეს აწყობილი - კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტო, შესაბამისად, როდესაც გვყავს გამარჯვებული კომპანიები, ფორმდება მათთან ხელშეკრულება და ისინი ვალდებულნი არიან, როდესაც პროდუქტის წარმოდგენას ახორციელებენ, წარმოადგინონ ლაბორატორიის მიერ შემოწმებული შესაბამისი ოქმები ყველა პროდუქტზე. ამიტომ ვამბობ, დაველოდოთ საგამოძიებოს, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო ამ ის გამომწვევი მიზეზები და რა თქმა უნდა, მე თქვენთვის არაფერი დამიმალავს, გამოვიდვარ, ყვეალფერზე ღიად ვსაუბრობ. არცერთ პრობლემებს გავურბივარ არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რაიმე შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება და ეს ცნობილი იქნება საზოგადოებისთის", - განაცხადა კალაძემ.
უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი - რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.
ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით გუშინ შემდეგი ბაღები დაიკეტა:
- 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას , გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.