ექსკლუზივი: ბერას ნათლიმირონი ყაველაშვილმა შეიწყალა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილი, იარაღების სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელსაც 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თავისუფალია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 26 წლის კაცი, განაჩენის გამოცხადებიდან სამი თვის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
10 წლიანი პატიმრობის კანონიერ ძალაში შესვლიდან, რეკორდულად მოკლე დროში, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირის შეწყალება არა ერთ კითხვას აჩენს, მით უმეტეს იმ დროს როდესაც ამ საქმეზე გასამართლებულ ყველა სხვა პირი ან ციხეშია ან ძებნილია. გიორგი კაჭკაჭაშვილი ბერა ივანიშვილის სამეგობროდანაა, მათ ნათელ-მირონობა აკავშირებთ.
გიორგი კაჭკაჭაშვილი, 2025 წლის აგვისტოში დააკავეს, 4 თვით ადრე გადაღებულ ფოტოზე კი ის, ბერა ივანიშვილი და ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი ერთად არიან აღბეჭდილები. ეს მარკუზ პარკეტის ნათლობის დღეა, რომელიც ბათუმის სამების დედათა მონასტერში შედგა, ნათლობის მოწმობაში წერია, რომ მარკუს და ახლა უკვე მარკოზი პარკეტის ნათლიები გიორგი კაჭკაჭიშვილი და ბერა იგივე თეოდორე ივანიშვილი არიან.
ფოტოები, რომელიც 2025 წლის აპრილში ამერიკელმა პროდიუსერმა მის გვერდზე განათავსა, ბათუმის დედათა მონასტერში ნათლობას, ბერა ივანიშვილთან და გიორგი კაჭკაჭიშვილთან საქართველოში გატარებულ დღეებს ასახავს, ინსტაგრამიდან ნაწილობრივ წაშლილია, თუმცა კვალი მაინც დარჩა.
"შაბათის ეთერს" მღვდელმა, რომელმაც ნათლობის რიტუალი აღასრულა დაუდასტურა, რომ იმ დღეს ნათლიებს შორის ბერ ივანიშვილი ნამდვილად იყო.
10 წლით ციხის ნაცვლად, თავისუფლება და განაჩენის გამოცხადებიდან ორ თვესა და 21 დღეში - იყო თუ არა ბერა ივანიშვილის ზარი მიხეილ ყაველაშვილთან, თუმცა მან კითხვებს არ უპასუხა.
გიორგი კაჭკაჭაშვილი, ახლა დაცვის თანხლებით გადაადგილდება, ის ახლა ბიზნესმენია. კაჭკაჭაშვილი შპს ნაფეტვრები ტრიოს დირექტორი და 100 პროცენტიანი წილის მფლობელია. ის ასევე ფლობს 25 %-იან წილს შპს ტრიო კაპროვანში. მის საკუთრებაშია ავტოფარეხის ფართები დიდ დიღომში, ხატაეთის ქუჩაზე.
27 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა 226 პატიმარი შეიწყალა.