როგორ გაუფორმეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბატეთის ტბა და ტყე

19.09.26 21:44
როგორ გაუფორმეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბატეთის ტბა და ტყე

ბატეთის ულამაზესი ტბა, გასაოცარი ბუნებით ახლა კერძო პირების კონტროლის ქვეშაა - 42 000 508 კვადრატული მეტრი ტყე შუაგულში მოქცეული ტბა, 19 წლით თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, სერგო ჯანელიძის შვილის კომპანიას გადაეცა.

საუბარია 70 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორიაზე.

ძამას ხეობაში ბატეთის ტყის ნაწილი, ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 თვის დაფუძნებულ კომპანიას გადასცა და ტყის სპეციალური  სარგებლობის ხელშეკრულებაც დადო.

დოკუმენტებში წერია, რომ 42508 კვადრატულ მეტრი ტყის და ტბით სარგებლობა, კომპანია "ბატეთი რეზორტს" თვეში 3665 ლარი უჯდება.  აქ ახლა 50-ზე მეტი კოტეჯი უნდა ჩადგან, მოაწყონ, კაფე რესტორანი, სპა და აუზი.  

კომპანია "ბატეთი რეზორტი", 2025 წლის 10 აპრილს დაფუძნდა. კომპანიის 10 პროცენტი სერგო ჯანელიძის შვილის  რევაზ ჯანელიძის სახელზე, 90 პროცენტი კი ჩინოვნიკის ბიძაშვილის იოსებ კრიჭინაშვილის სახელზე გაფორმდა.  ამ დროს ჯანელიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

2025 წლის 8 ივლისს ამ კომპანიას ქონების ეროვნულ სააგენტომ, ბატეთის ტბისს გარშემო ტყით სარგებლობის 20 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმა.

სადამფუძნებლო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის 4 მილიონ 100 ათას ლარიან კაპიტალში 410 ათასი მას, ამდენივე კი ყოფილი ჩინოვნიკის ნათესავს, იოსებ კრიჭინაშვილს ეკუთვნის.

სერგო ჯანელიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე სუს-ის მაღალჩინოსანი იყო. 2015 წლიდან ის ქვეყნის საიდუმლო სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ამის შემდეგ კი უკვე თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი შაბათის ეთერის მიერ დასმულ არც ერთ კითხვას არ პასუხობს.  არც ნახევარ მილიონამდე ლარის წარმომავლობაზე, რომელიც ყოფილი ჩინოვნიკის შვილმა დიდი ბიზნესის დასაწყებად დოკუმენტების მიხედვით კომპანიის კაპიტალში  შეიტანა.  არ განმარტავს მიზეზს, რატომ და როგორ მოხვდნენ სხვა მეწილეები მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში მისი ახლო ნათესავი, თუმცა ადასტურებს, რომ კომპანიში 10 % წლის ფლობს მიუხედავად ეს საქმე მან "დაალაგა". 

მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები