"მოღალატეებს" რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს? - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე

20.09.26 13:28
"მოღალატეებს" რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს? - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე

ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე, გიორგი გველესიანის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც ყოფილმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების წევრების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები „სხვადასხვა ძალის ზეწოლის შედეგად“ და გაუაზრებელ ქმედებად შეაფასა.

კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო სპორტიდან წასული გველესიანის მხრიდან ყოფილ თანაგუნდელებზე გაკეთებული განცხადებები. მისი შეფასებით, გველესიანი იმ ფეხბურთელებს დაუპირისპირდა, რომლებთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა.

არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ ბიჭმა გამაგებინოს რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემ შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა) რომ თავისი აზრი გამოეხატათ.. მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?
რა გამოდის 26 ფეხბურთელიდან 4 მა ,,გაუძლო,, ძალების დაწნეხვას?
რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?, - წერს კახა ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა ნაწილი „მარგინალურ ჯგუფებად“ და „კოლექტიურ მოღალატეებად“ მოიხსენია. „ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გველესიანი აცხადებს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების პერიოდში ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და, მისი თქმით, ნაკრების წევრების პროევროპული განცხადებების გაკეთებაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა. 

მსგავსი სიახლეები