აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა

21.09.26 17:36
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა

 ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ენდრიუ ლუმისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ენდრიუ ლუმისმა შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მრავალწლიან ერთობლივ კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და სხვა პროგრამებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას, აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, პაატა პატიაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ენდრიუ ლუმისსა და დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და თავდაცვის სფეროში ორმხრივი კავშირების განმტკიცების პროცესში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები