შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

22.09.26 10:21
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

ევროკავშირის მძაფრი კრიტიკის ფონზე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.