მიხეილ სააკაშვილის პროცესი - შსს საგანგებო რეჟიმზეა გადასული

02.12.21 10:09
მიხეილ სააკაშვილის პროცესი - შსს საგანგებო რეჟიმზეა გადასული

საქალაქო სასამართლო პოლიციის ალყაშია - შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. საქალაქო სასამართლოს შესასვლელებს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის თანამშომლები აკონტროლებენ.

ცნობილია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რომლის მეშვეობითაც ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის პროცესს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს.

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები