ე.წ. ძაღლების საქმე თაროზე შემოდეს - ელისაშვილის ადვოკატები სასამართლოში საქმის დაუყოვნებლივ განახლებას ითხოვენ

23.09.26 14:46
 ე.წ. ძაღლების საქმე თაროზე შემოდეს - ელისაშვილის ადვოკატები სასამართლოში საქმის დაუყოვნებლივ განახლებას ითხოვენ

 

 

მას შემეგ, რაც ალეკო ელისაშვილის ე.წ. „ძაღლების საქმის“ განხილვა სასამართლომ თაროზე შემოდო, პოლიტიკოსი სრულ  იზოლაციაში რჩება -  ამას ამბობენ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ადვოკატები, რომლებმაც დღეს საგანგებო განცხადება საქალაქო სასამართლოსთან გააკეთეს და თქვეს, რომ პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე უნდა გადასულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია პირდაპირი მტკიცებულებები, სასამართლო განხილვები ჭიანურდება.

ადვოკატები სასამართლოსა და პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებენ.

"ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები, სხვა მტკიცებულება არ არსებობს, ე.წ. „ძაღლების საქმე“ მოფიქრებულია 13-წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით"- თქვა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა.

იურისტების შეფასებით, პატიმრობაში მყოფ ელისაშვილს უკვე რამდენიმე თვეა, რაც სრულად აქვს აკრძალული, როგორც სატელეფონო კომუნიკაცია, ისე ოჯახის წევრებთან შეხვედრა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. იმის მიუხედვად რომ ელისასვილს უკვე 13 წელი მიუსაჯეს, ძალაში შეზღუდვა "ძაღლების საქმის" გამო რჩება. 

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე ჩვენ დაწყებული გვაქვს არსებითი განხილვა და უკვე სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ აღნიშნული საქმე თაროზე შემოდო. თაროზე შემოდების მიზეზი არის ის, რომ რეალურად მტკიცებულებები არ გააჩნიათ, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.

აგრეთვე, არის მიზეზი, რომ თუ მოხდებოდა აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა, საზოგადოება კარგად დაინახავდა, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის შეკერვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში. „ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები - სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ განიხილება ეს საქმე, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს აქვს შეზღუდვები დაწესებული. შეზღუდვები შეეხება სატელეფონო საუბრებს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებთან კომუნიკაციის უფლებას, მათ შორის წერილობითადაც კი.

ამიტომ, ვთხოვ სასამართლოს, დაუყოვნებლივ თაროდან ჩამოიღოს აღნიშნული საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა. აგრეთვე, ვთხოვთ პროკურატურას, ბრალი, რომელიც არის მოგონილი და აბსურდულია, ასევე დაწესებული შეზღუდვები, დაუყოვნებლივ გაუუქმოს“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.

ამასთან, პოლიტიკოსის კიდევ ერთი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ელისაშვილისთვის მისჯილი 13 წლიანი პატიმრობა სამართლებრივი ანომალიაა: 

ჩვენი პოზიცია და ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ბრალდებები სისხლის სამართლებრივი ბრალდებები ოპოზიციური პოლიტიკური პატიმრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ არის სამართლებრივი იდუმალია, როდესაც ორი ბოთლი ბენზინით ჩვენს უკან მდებარე სენობების განადგურების მცდელობისთვის, მას 13 წლიანი პატიმრობა მისჯილი აქვს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში გარე სამაყაროსთან კომუნიკიაცია აქვს აკრძალული იმის გამო, რომ თურმე წყალქვეშაღებული სუნის ნიმუსებით უცნობმა ძაღლებმა ის ამოიცნეს ერთი წლის შემდეგ, თითქოსდა მას კიდევ სხვა ცეცხლის წაკიდებასთანაც ჰქონდა კავშირი. ეს არის სამართლებრივი ანომალია, ესეთი სამართლებრივი სტანდარტი არ არსებობს მსოფლიო მართლსასჯულების ისტორიაში და ჩვენი მოთხოვნა არის ის , რომ დროულად იყოს სწორი გადაწყვეტილებები მიღებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ, პოლიტპატიმრის მიმართ და ვინაიდან სამარტლებრივი საფუძველი მის პატიმრობას, მის 13 წლიან სასჯელს არ გააცნია ჩვენი მოთხოვნა არის, ის რომ მალე დასრულდეს მის მიმართ ეს უსამართლობა, ეს უკანონა, მას სასუალება ჰქონდეს ოჯახთან კომუნიკაციის და სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება იყოს მიღებული და არ გაჭინაურდეს ასეე რომ  ვტქვათ დაუსრულებლად სასამართლოსი მიმართ ეს ბრალდებები, რომელიც წარმოდგენილია და რომელიც აბსურდს წარმოადგენს"- თქვა ჩოფიკაშვილმა. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც. 

 

მსგავსი სიახლეები