მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს
მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, რომ თბილისი არ გამოიყენებს ძალას ორი რესპუბლიკის წინააღმდეგ.
გარდა ამისა ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენასა და შემდგომ დემარკაციაზე.