1-ელ ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა“ “რიყის დოქებთან“ აქციას აანონსებს

24.09.26 13:33
1-ელ ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა“  “რიყის დოქებთან“ აქციას აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“  1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც „მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს” მოუწოდა, ე.წ. რიყის დოქებთან შეიკრიბოს.

„დღეს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ეპოქალური ცვლილებების ავტორი, პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში და ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ არის დაჭერილი. დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის და ახლა არის ნგრევის 14 წელი. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი; ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ოჯახებისათვის ძლიერი საქართველოს რწმენის დაბრუნება. ვისაც ეს გააზრებული აქვს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს, ყველას მოვუწოდებ, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები