“ლელო ძლიერი საქართელოს“ წევრები ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს
“ლელო ძლიერი საქართელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და მისი თანამებრძოლები ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
როგორც ხალხი ამბობს, სოფელში ცხოვრება გაუსაძლისია, გაჭირვებისს ფონზე, მთავარ პრობლემად საშეშე და სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა რჩება.
ხარაგაული არის კარგი მტკიცებულება და ახსნა იმის, როგორ მოაწყო უსამართლობა, სიღარიბე, უკანონობა, ქართული ოცნებამ. ინფრასტრუქტურა სრულად არის ჩამოშლილი, სამუშაო ადგილები არ არსებობს, სკოლები არის დახურული, ბაღები განადგურებული. ფიზიკურად აქ არსებული ძირითადი პირობები არ არის. საკრებულოში ჩვენ გვყავს წარმომადგენლობა და ამ დროის განმავლობაში, ხარაგაულის საკრებულოსგან ვითხოვთ იმას, რომ სხდომები იყოს საჯარო. ამასაც კი ეწინააღმდეგებიან, რადგან არსებობს უზარმაზარი ეჭვები, კორუფციის, მიკერძოებული გადაწყვეტილებების და ნეპოტიზმის შესახებ, - განაცხადა კუპრაძემ.