არც ველოდებით, არც ვფიქრობთ დიდად და არც ვნერვიულობთ აგვკრძალავენ თუ არა - პეტრე ცისკარიშვილი
არც ველოდებით, არც ვფიქრობთ დიდად და არც ვნერვიულობთ - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოზრაობის" ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ინგა გრიგოლიას კითხვას, რა გეგმა აქვს პარტიას თუ საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების" სარჩელს დააკმაყოფილებს და ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს.
პოლიტიკოსმა დამაზუსტებელი კითხვის, [არ ვფიქრობთ, აგვკრძალავენ თუ არა, ეს ცოტა არადამაჯერებელი ხომ არ არის?] საპასუხოდ ენმ-ის ლიდერრმა დააზუსტა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ღელავენ აკრძალევენ თუ არა.
ამასთან, ცისკარიშვილი საკონსტუტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ამახვილებს ყურადღებას:
ორი წელია გვკრძალევენ და ვერ აგვკრძალეს. არ ვღელავთ აგვკრძალევენ თუ არა ძალა აღმართს ხნავს იმ თვალსაზრისით, რომ საკონსტუტიციო სასამართლოშიც ისე აკომპლექტებენ, რომ იქაც ცხრავე, თუ ამ ეტაპზე რვა მოსამრთლე მართული იყოს და კლანს ემორჩილებოდეს, შესაბამისად ჩვენც გავიგეთ, რომ იქაც იყო მათ შორის გარკვეული წინააღმდეგობა ამ გადაწყვეტილების, მას შემდეგ, რაც ჩანაცვლდება ორი მოსამართლე და ბოლომდე ქოცური სპექტრი დაკომლექტდდება რა იქნება არ ვიცით, მაგრამ ასამასთან დაკავშირებით ვართ მზად, ეს ამბავი არც გვაშინებს, და არც გვაღლევებს"- აცხადებს ცისკარიშვილი.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – „გახარია საქართველოსთვის“.
თავდაპირველად ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებისთვის“
- „ძლიერი საქართველო – ლელო“