თერჯოლაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ
თერჯოლაში, რამდენიმე თვეა ადგილობრივი მოსახლეობა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს.
ხალხი ამბობს, რომ სადგური სახლებთან ახლოს არის, რაც საფრთხეს წარმოადგენს.
მათთან შესახვედრად ადგილზე “ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები“ იმყოფებოდნენ. ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა პირადად მოისმინეს, თუ როგორ დარჩა სამი შვილის დედა უსამსახუროდ, ამ პროტესტში მონაწილეობის გამო.
ამდენი ადამიანი გარშემო, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ამ ბეზნისგასამართ სადგურს, დარდობს უსაფრთხოების საკითხებზე , იმიტომ რომ საცხოვრებელ ზონაში პირდაპირ ესაზღვრება სახლებს ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, შეიცავს რისკს, რაზედაც არ დაელაპარაკა არც აქაური ჩინოვნიკები, არც საკრებულოს თავმჯდომარე. ეს არის უპასუხისმგებლობა, და სავარაუდო კორუფციული რისკები, - განაცხადა კურპაძემ.