უწყლობა, უგზოობა და დაცლილი სოფლები - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები თერჯოლის მოსახლეობას შეხვდნენ
"ძლიერი საქართველო - ლელოს" ლიდერები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და იმ პრობლემებს ისმენენ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში უგულებელყოფილია.
ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასმელი წყალი და გზის გაუმართაობაა. მოსახლეობის მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ის, რომ სოფელში ახალგაზრდებისთვის დარჩენისა და ცხოვრების გაგრძელებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.
განსაკუთრებით მწვავედ სოფლის დაცლის პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, ყოველწლიურად ათობით სახლი იკეტება და სოფელი თანდათან იცლება. ადგილობრივები ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ მალავენ და ამბობენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი აღარ აქვთ.
"თერჯოლა არის ხუთი კაცის. ყველა ტენდერი, ყველა პროექტი, რაც ამ ქალაქში კეთდება, სწორედ ამ ხუთი ადამიანისაა. მიტოვებულია მოსახლეობა უსამართლობისა და უკანონობის წინაშე" - განაცხადა "ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ