ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამონისტროს განცხადებაში წერია, რომ შეხვედრა ბელარუსული მხარის ინიციატივით გაიმართა.
"შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე". - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე.