აშშ-თან ურთიერთობა "გადატვირთისკენ" მიდის - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აშშ-თან ურთიერთობა "გადატვირთისკენ" მიდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარე პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას, ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაციასა და „ტრამპ თაუერის“ პროექტის დაწყებას ასახელებს.
რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, სწორედ ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე. ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ვითარდება. კერძოდ, იმით, რომ დაინიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, კერძოდ, ის, რომ არსებობს საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია, ის, რომ ტრამპ თაუერის პროექტის განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს მათ შორის ტრამპის პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს იმას, რომ სწორი დინამიკაა ამ ურთიერთობებში, - ამბობს პაპუაშვილი.