ელენე ხოშტარიას ციხეში აბრუნებენ
ელენე ხოშტარიას „ვივამედიდან“ რუსთავის ქალთა ციხეში აბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის ფბ გვერდზე ვრცელდება.
ხოშტარია წერს, რომ მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია და ამიერიდან მკურნალობას შერეული რეჟიმით - პენიტენციურ დაწესებულებასა და კლინიკაში გააგრძელებს.
ამასთან, ის მადლობას უხდის კლინიკის თანამშრომლებს, ექიმებსა და პენიტენციური სამსახურის ოფიცრებს და აღნიშნავს, რომ მათთან „კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა“ ჰქონდა.
დღეს ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში. მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ - ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.
დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა. მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში, შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.
ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში.
დიდი მადლობა ჩემს ექიმებს - მაკა იოსელიანს, ანი ქვთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა, - წერს ელენე ხოშტარია.