„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ... ბავშვების უსაფრთხოება თქვენთვის პრიორიტეტი არ არის“ - ხვედელიანი „ოცნებას“

29.09.26 13:30
„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ... ბავშვების უსაფრთხოება თქვენთვის პრიორიტეტი არ არის“ - ხვედელიანი „ოცნებას“

 

 

სკოლებში არსებულ პრობლემებზე, უფასო კვების პროექტის დაბლოკვასა და საბავშვო ბაღებში ბავშვების უსაფრთხოებაზე „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მან ხელისუფლება განათლების სფეროში გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ბავშვების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის“. 

სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ. სწავლის დაწყების დღეს ბავშვებს დაბალხარისხიანი, ფაქტობრივად, ერთჯერადი ფორმები ჩააცვით, ამაში 45 მილიონზე მეტი დახარჯეთ ხალხის ბიუჯეტიდან, ამის შემდეგ კი სამ დღეში ბავშვებს წაართვით სივრცეები, სადაც უნდა ესწავლათ. 

წინა კვირას, 35 ათასი ხელმოწერით დადასტურებული სასკოლო უფასო კვების პროექტი კიდევ ერთხელ დაბლოკეთ. ხალხის ბიუჯეტში ყველაფრისთვისაა ფული გარდა ხალხის საწიროებების. დღემდე ვერ მიგვიღია პასუხები შეკითხვებზე და დღემდე არ ვიცით რა მოუვიდათ ბაღის ბავშვებს. თუ დაადგინეთ მიზეზი და მალავთ? სურსათის უვნებლობა ქვეყანაში, თქვენი აგრესიული უვიცობით, ფაქტობრივად, გააუქმეთ. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი. დღეს საქართველოში არსებობენ ოჯახები, როლებიც ბავშვებს ბაღში იმიტომ უშვებენ, რომ ბავშვმა ხორცპროდუქტი და რძის ნაწარმი მიიღოს. თქვენი გუნდისგან, რომელსაც განათლების მინისტრად რეფორმის თანაავტორად გყავთ ნაცების ციხეების ყოფილი უფროსი, მიქანაძე, ჩვენი პარტიის აკრძალვაზე საუბრი ნაცმოძრაობასთან კოლაბორაციის მოტივით, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, - თქვა ტატა ხვედელიანმა.

ხვედელიანის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მისი პოლიტიკური წარსულის შესახებ რეპლიკით გამოეხმაურა და ჰკითხა, იყო თუ არა ის „ნაცების ახალგაზრდული იუგენდის წევრი“. 

ქალბატონო ტატა, მემგონი, თქვენ იყავით, ხომ, ნაცების ახალგაზრდული იუგენდის წევრი? რაღაც ეგრე მახსოვს და თსუ-შიც ბევრს ახსოვს ეს ყველაფერი, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები