სად არის ივანიშვილი? - “ოცნება“ დუმილის რეჟიმშია
“ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ტრადიციაა დაარღვია და პარტიის საიუბილეო თარიღს ერთი სიტყვითაც კი არ გამოხმაურებია. დუმილის რეჟიმში იყვნენ “ოცნების“ დეპუტატებიც.
“პირველები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ პარტიაში ბიძინა ივანიშვილის დუმილზე, თუმცა “ოცნების“ არცერთმა დეპუტატმა კითხვას არ უპასუხა. ერთადერთი, ვინც რამდენიმე სიტყვა თქვა რიმა ბერიძე იყო.
“დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება“, - უთხრა მან ჟურნალისტს და კითხვაზე, რატომ არ წერს ივანიშვილი არაფერს თქვა: “ეს თავისი გადაწყვეტილებაა“.