არ ჩათვალა საჭიროდ განცხადების გაკეთება - “ოცნებაში“ ვერ ამბობენ, რატომ არჩია დუმილი ივანიშვილმა პარტიის გამარჯვების დღეს
სად არის ივანიშვილი? - მმართველ პარტიაში ვერავინ ამბობს, რატომ აირჩია სიჩუმე პარტიის გამარჯვების დღეს პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.
ზოგი მათგანი ამ თემაზე დასმულ კითხვას საერთოდ არ პასუხობს, ზოგმა კი არ იცის “რა უნდა თქვას ამ თემაზე.
“მე რა უნდა გითხრათ მაგაზე“, - ამბობს შლვა პაპუაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არაფერი თქვა, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის 1 ოქტომბერი, პაპუაშვილია პასუხობს: თქვენი შეკვეთით ხომ არ ისაუბრებს.
ივანიშვილს აქვს მუდმივი კავშირი პოლიტიკურ გუნდთან, ასე რომ რაიმე ინსინუაციების აწყობა იმასთან დაკავშირებით პოსტი დაიდო თუ არა, არასერიოზულია, - ამბობს პაპუაშვილი.
ივანიშვილის დუმილში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავ“ ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი კახიანი. მისი თქმით, ივანიშვილმა ალბათ არ ჩათვალა საჭირო რაიმე განცხადების გაკეთება.
არ ჩათვალა მან საჭიროდ რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთება. ამაში განსაკუთრებულს ვერფაერს ვხედავ, - ამბობს კახიანი.