"ოცნებაში" პატიმრის განცხადებებს, სადაც ის ციხეში მის გაუპატიურებაზე საუბრობს, "უსუსური კამპნაია" უწოდეს
"ძალიან უსუსური კამპნაია" უწოდეს "ქართულ ოცნებაში" რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს.
განცხადება ირაკლი კირცხალიამ გააკეთა. მან პატიმრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ოპოზიციის „ძალიან უსუსური კამპანია“ უწოდა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდგომ პენიტენციური დაწესებულება უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.
"ძალიან უსუსური კამპანიაა. მსგავს წამებაზე ვინ საუბრობს პენიტენციურ სისტემაში? წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები ჩვენს ქვეყანაში. ესენი საუბრობენ და მერე რაღაც 1 წლის წინ მომხდარი ფაქტი, თუ არ ვცდები, რომელიც ჩვეულებრივი პროცედურაა პენიტენციურ სამსახურში, ამის ახლა ამოწევა… რა დონეზე განულებულები არიან და რა დონეზე დღის წესრიგი არ აქვთ, რომ ისევ და ისევ იმდენად მტკნარ სიცრუეზე ფიქრობენ, რომ ააგონ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია.
ღიმილის მომგვრელია ერთია და შემდეგ მართლაც შემაშფოთებელია და ამაზრზენია, როდესაც ამას ისმენ, აი, ამ სიცრუეს ისმენ წამების, გაუპატიურებისა და ყველანაირი ღირსების ამყრელი მოქმედების ავტორებისგან, ე.წ. ნაცმოძრაობისგან. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ეგრედწოდებული თუ ე.წ. პარტიები, რომლებიც ცდილობენ, რომ აი, ასეთი სისულელეებით, პირდაპირი მნიშვნელობით, პირველ რიგში, რეპუტაცია შეულახონ პენიტენციურ სისტემას, პენიტენციურ სისტემას, რომელიც, როგორ გითხრათ, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.
უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს ამას უტევენ. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი შეტევა პენიტენციურ სამსახურზე.
აბსოლუტურად ყველა შეტევა შემდეგ ქარწყლდება მყისიერი განცხადებით, ვიდეოკადრით, მტკიცებულებებით თუ ა.შ." - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურა.
მსგავსი სიახლეები
ALDE მოუწოდებს EU-ს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი
ALDE - მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი