საჭიროა გამოძიება - ზურაბიშვილი პატიმრის შესაძლო გაუპატიურებაზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პატიმრის შესაძლო გაუპატიურებას ეხმაურება და ობიექტური გამოძიებას ითხოვს.
"დამატებითი კადრები არ სჭირდება იმას, რომ გავიგოთ, რა ტიპის რეჟიმი არის დღეს საქართველოში"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დამატებითი კადრები არ სჭირდება იმას, რომ გავიგოთ, რა ტიპის რეჟიმი არის დღეს საქართველოში. აქ საჭიროა, გამოძიება თუმცა არა ისეთი, როგორსაც იოსელიანი [სახალხო დამცველი] ამბობს. ვიცი ამ ქვეყანაში დაწყებული გამოძიებები, თუმცა მისი დასრულება არ მინახავს - როცა გვეუბნებიან საზოგადოებას, რა შედეგი დადგა.
თუნდაც პენიტენციური სისტემის დირექტორს საქმეზე, რომელმაც თავი თითქოს მოიკლა, თუ არ მოიკლა. ხომ დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე, სად არის დასკვნა, როდის გვეტყვიან?
საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რამდენად სასტიკ გარემოში ცხოვრობს. საჭიროა სასამართლოს ყოველთვის, მაინც მოვთხოვოთ. ყოველთვის არის იმედი, ერთი მაინც გამჩნდება. ასევე გამოძიება უნდა მოვითხოვოთ"- აცხადებს ზურაბიშვილი.
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.