მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში - დეგნანი კობახიძეს პასუხობს

03.12.21 16:31
მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში - დეგნანი კობახიძეს პასუხობს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პასუხობს.

დიპლომატი ამბობს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ცოდნას პატივს სცემს, თუმცა კონსტიტუციურ სამართალში გამოცდილება და განათლება თავადაც აქვს.

დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნას და გამოცდილებას კონსტიტუციურ სამართალში ისევე, როგორც ბევრი სხვა კონსტიტუციური ექსპერტისას, ვისაც შევხვედრივარ საქართველოში.

ამ ქვეყანას გაუმართლა, რომ ჰყავს ბევრი, კარგად ინფორმირებული და განათლებული კონსტიტუციური კანონმდებლობის სპეციალისტი. ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო," - ამბობს კელი დეგნანი.

კელი დეგნანის თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი 2019 წელსაც ელოდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მისივე განმარტებით, ეს დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, როდესაც 1%-იანი ბარიერის შედეგად, პარლამენტში აღმოჩნდა 9 პარტია. 

საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს იმ საკითხზე დებატებსა და განხილვებს, თუ რა არის სწორი საქართველოსთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო 1 პროცენტიანი ბარიერი. ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიის, შეთანხმდა, რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგი იყო, რომ ბარიერის დაწევის შედეგად პარლამენტში მოხვდა ცხრა ძალიან განსხვავებული პარტია. ამ მიზეზით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა კვლავ განიხილეს ეს საკითხი, ისინი შეთანხდნენ, რომ დაბალი 2 პროცენტიანი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნები არის ამჟამად საქართველოსა და მისი დემოკრატიული განვითარების საუკეთესო ინტერესებში. მრავალი ადამიანი ელოდებოდა, რომ სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2019 წელს ამოქმედდებოდა. ეს საკითხი ახლა კონსტიტუციაშია და 2 პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას, რომელიც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას შექმნის და იქ საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი ხმისა და მოსაზრების წარმოდგენას შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საქართველოს პოლიტკური ლიდერების შეთანხმება, რაც ამჟამად საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ კელი დეგნანი კონსტიტუციური სამართლის ექსპერტ არ არის. 

მანამდე კი კელი დეგნანმა  განაცხადა, რომ „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს, უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“.

მსგავსი სიახლეები