კობახიძე აპროტესტებს, რომ ევროპის დღეს კახეთში ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" იმღერებს
ირაკლი კობახიძე აპროტესტებს, რომ ევროპის დღეს კახეთში ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" იმღერებს.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ ჯგუფის რეპერტუარაშია ის სიმღერა, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდმჭერებს შეურაცხყოფს.
კობახიძე კახეთშია, თუმცა პარტიის ლიდერი, რომელიც ამტკიცებს რომ ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენა უნდა, ევროპის დღეებზე არ მივიდა.
რა თქმა უნდა ეს, დემონსტრაციული ნაბიჯია. ზედეზედ მეორედ მათ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამორიჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა.ეს მათი არჩევანია. რა თქმა უნდა ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ. იმედი გვქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ", - აცხადებს კობახიძე.