2 წერილი ბერას მეჯვარის სახელზე - ტყუპები შველას ითხოვენ? [საქმის ხმაურიანი დეტალები]
კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოვებული ძმების, 40 წლის გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელით ინტერნეტ სივრცეში ორი წერილი ვრცელდება. წერილები სავარაუდოდ საკნიდან არის გამოგზავნილი. ორივე გზავნილის ადრესატი "ამექსაა". "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, "ამექსა" იგივე ამიკო ჯანელიძეა.
წერილის მიხედვით, ბერა ივანიშვილის მეჯვარეს პატიმრობაში მყოფი გიორგი და დავით ფეიქრიშვილები შველას სთხოვენ.
- "ამექს, რა გითხრა არც კი ვიცი, გაოგნებული ვარ, რატომ მოვედით აი აქამდე ვერ ვხვდები. ძმაო, რამდენჯერაც ვცადე შენთან დალაპარაკება, არ დამელაპარაკე, არ იმსახურებს ჩვენი ურთიერთობა იმას რაც არის ახლა. ჩემთვის და გოგასთვისშენ ისეთი რამ გაქვს გაკეთებული, რომ მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნებით, ისეც და ასეც. სულ რომ არასდროს არ მიპასუხო, შენს წინააღმდეგ ერთი ნაბიჯის გადამდგმელი არ ვართ, - არცერთი, ზუსტად ამის და კიდე ბევრი სხვა რამის თქმა მინდოდა, რომ ვცდილობდი შენთან დაკავშირებას"- აღნიშნულია დავით ფეიქრიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში.
- "ამექს, ზდაროვა, როგორ ხარ? გირეკავდი ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა შენთვის გულწრფელად რაც მე შენთან მიმართებაში ჩემი მხრიდან არ მომეწონა. რომ არ მიპასუხე, მეც ჩავიკეტე, მაგრამ მოვა დრო, შევხვდებით და მე ჩემს სათქმელს გეტყვი! რაც არ უნდა მომხდარიყო, შენ უნდა გამეთვალიწინებინე! "იზვინი ძმაო"- ვკითხულობთ წერილის კიდევ ერთ ნაწილში.
ამ წერილების შინაარსი კი ქმნის წარმოდგენას, რის გამო შეიძლება დაეკავებინათ თბილისში ერთ დროს გავლენიანი ტყუპები. "შაბათის ეთერმა" ბერა ივანიშვილის მეჯვარეს ჰკითხა, თუ მიიღო გზავნილები ციხიდან და არის თუ არა ის ნამდვილად მათი ადრესატი, თუმცა ჯანელიძემ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
- "ამექს, ვერ გიხსნი ძმაო, რას როგორ ვახერხებთ, რაც ჩვენი თემიდან აღარ გვაქვს არაფერი "იმენა" ძაან რთულ ვითარებაში ვართ, ფინანსურად "იმინა" ძაან არასტაბილურად ვარ და ახლა ორივეს დაჭერას უბრალოდ ფიზიკურად ჩვენი ოჯახები ვერ გადაიტანს ძმაო, არსად "ლევი და პრავი" ჩვენ არ გვქონია. ამექს, შენ კარგად იცი ეგ, ამიტომაც ყველაფერს გიზიარებ გულწრფელად"- აღნიშნულია დავით ფეიქრიშვილის სახელით გავრცელბულ წერილში.
"არსად ლევი და პრავი ჩვენ არ გვქონია" - ყურადღებას წერილის ეს ფრაზა იქცევს. საინტერესოა, რას ამტკიცებენ ამ ფრაზით წერილის ავტპრები? ამავე წერილში მანამდე საუბარია, რომ მათ შემოსავლის წყარო დაკარგეს რამაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.
ორივეს ძმას საქართველოს პროკურატურამ ბრალი ჯამში სამი მუხლით, 10 დღიან შუალედში წარუდგინა. ბოლო ბრალი სწორედ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ეხება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გავლენიანმა ძმებმა, 10 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს.
წერილებში, რომელიც ძმები ფეიქრიშვილების სახელით გავრცელდა, საუბარია, ოფისზე, შემოსავლებზე და "თანხის გაწევაზე".
გიორგი ფეიქრიშვილის სახელზე ბიზნესი არ ჩანს. დავით ფეიქრიშვილის სახელზე კი კომპანიის 10 პროცენტიანი წილი 2025 წლიდან ჩნდება. კომპანია "სტარ ლოჯისტიკი" გორელ მოჭიდავეს გურამ რომელაშივლს ეკუთვნოდა, რომელის წილიც დავით ფეიქრიშვილს შარშან 10 ათას ლარად მიყიდა.
ამ კომპანიის მეწილეებს შორის დავით ფეიქრიშვილი შარშან გამოჩნდა, საქართველოს პროკურატურა კი მას ფულის გათეთრებას 2020 წლიდან ედავება. ანუ გამოდის რომ ძმები ფეიქრიშვილები 6 წელი ეწეოდნენ, ისეთ საქმიანობას საიდანაც უკანონოდ იღებდნენ მილიონები.
იყო თუ არა ეს 10 მილიონი თაღლითური ქოლ ცენტების თანხა, ეს კითხვა ამ ეტაპზე გამოზიების მიერ პასუხგაუცემლია.
ორი წერილიდან რომელიც ძმები ფეიქრიშვილების სახლით გავრცელდა, დგინდება, რომ ვიდრე მათ დააკავებდნენ, იყო შეხვედრა და საქმის გარჩევა როემელსაც ისინი არ ესწრებოდნენ. წერილის მიხედვით, ამ შეხვედრის მონაწილეებთან კი ხაზზე იმის გამო ვერ გავიდნენ, რომ იმ დროს ისინი თვითმფრნავში იყვნენ.
ვინ არის შუამავალი გიორგი, ვისაც პატიმრობაში მყოფი ძმებისთვის შეეძლო ინფორმაციის მიწოდება. ტყუპი ძმების ინტერესებს აქამდე ყველა სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატი გიორგი ანთაძე იცავდა, თუმცა ეს უკანასკნელი "შაბათის ეთერს" წერს, რომ ის აღარ იცავს ძმებ ფეიქრიშვილებს და ყველა სისხლის სამართლის საქმეს ჩაეხსნა.