არ მაინტერესებს [კობახიძე] რას ამბობს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მცირე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილსაც აკისრებენ.
"პასუხი გაცემულია, ფაქტები ცნობილია, კორიფცია რომელ მხარეს არის მგონი, საზოგადოებისთვის იმდენად ნათელია, რომ მეტი არ შეიძლება"- ამბობს ზურაბიშვილი TV პირველთან.
- სების საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომლის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს.
ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრების მცდელობას „ქართული ოცნების“ მხრიდან „მორიგ შეტევას“ უწოდებს. მეხუთე პრეზიდენტი განმარტავს, რომ ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი იყო.
"არ მაინტერესებს რას ამბობს და როგორ ამბობს [კობახიძე]. მე ნამდვილად არ ვპასუხობ მათ კომენტარებს"- დასძენს ექს-პრეზიდენტი დღეს, 10 ოქტომბერს "პირველებთან" გაკეთებულ კომენტარში.
სების საბჭოში ნანა ყეინიშვილის წარდგენაში, პასუხისმგებლობას "ოცნება" სწორედ რომ ექს-პრეზიდენტს აკისრებს.
"რა თქმა უნდა მას [სალომე ზურაბიშვილი] არ უნდა ეს პასუხისმგებლობა აიღოს, ეს მისი საქმეა",- ეს კომენტარი კი დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველი კრიპტოსერვისების მიმწოდებელი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები გახდა.
2023 წლის 21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ყეინიშვილის კანდიდატურას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრას წინ უძღოდა საბჭოს წევრების გადადგომა და პ სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უთანხმოება.