[მინისტრებს] შევთავაზებ, იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს - კაია კალასი
კაია კალასის განცხადებით, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს შესახებ მოკლედ ისაუბრებენ, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა თქვა, ის გამოვა შეთავაზებით, რომ იანვარში სიღრმისეული დისკუსია გაიმართოს.
„საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს”, - განაცხადა კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე.
დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს. საქართველოს საკითხი დღის წესრიგში „მიმდინარე საკითხების“ ნაწილშია შეტანილი.