მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა დიალოგში, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას - ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას -ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ვფიქრობ დროა, დისკუსია გავმართოთ - სად ვართ ახლა და რა როლის თამაში შეუძლია საქართველოს. საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა და მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა დისკუსიებში თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ასე რომ უნდა დავფიქრდეთ რომელი სექტორებია, რაშიც მათი მონაწილეობა იქნება მნიშვნელოვანი. ვფიქრობ კარგი დროა ლაპარაკის დასაწყებად"- თქვა ველისლავა პეტროვამ.