კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს მამაკაცებისთვის ქალად რეგისტრაციის შესაძლებლობის დაშვებას სთხოვს
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლებს კვლავ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი არა ევროკავშირის ინტერესებით, არამედ სხვა ძალების გავლენით მოქმედებს. ამასთან, კობახიძე ევროპაში იდენტობის კრიზისზე საუბრობს და მიგრაციის, რელიგიისა და გენდერული იდენტობის საკითხებს ასახელებს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს გენდერული იდენტობის საკითხზე მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის, მამაკაცისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში ქალად რეგისტრაციის შესაძლებლობის დაშვებას.
არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, კონკრეტული დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ეფექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ. არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება განწყობების დონეზეც, გარკვეული ნაბიჯების დონეზეც, პროგრესი არის მინალური.
ჩვენ რატომ ვითხოვთ დიალოგს და დისკუსიას? ვითხოვთ ერთადერთი მარტივი მიზეზით: როცა გვეუბნებიან, მაგალითად, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ევროპულ კურსს, აგვიხსნან რით გამოხატება ეს. დეინტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში. პირველი, დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვთ ევროპულ ქვეყნებს, არის თავსმოხვეული მიგრაცია, მეორე -რელიგიური იდენტობა. უკვე არის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აცხადებს საკუთარ თავს ქრისტიანად. ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ, რომ შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ ხარ კაცი, შეგიძლია ჩაეწერო ქალად - ამას ითხოვენ ჩვენგან. ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს საკითხი, ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით, ღია ვართ დისკუსიისთვის, - ამბობს კობახიძე.